ფრანკფურტში, გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხნა. ღონისძიებას საქართველოს კონსული ლევან დიასამიძე, უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი როლფ ვან დაიკი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გამისონია, პროფესორები იოსტ გიპერტი და მანანა თანდაშვილი ესწრებოდნენ.

შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტის გახსნა, ხელს შეუწყობს, უნივერსიტეტში, ქართველური კვლევების განვითარებას და კიდევ უფრო გაძლიერებას.

გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში, ქართველოლოგიის მიმართულების ბიბლიოთეკაში, დღეს, „ვეფხისტყაოსანის“ 50-მდე თარგმანია დაცული. ამ გამოცემებს, კავკასიური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა თანდაშვილი 2 წლის განმავლობაში აგროვებდა.

შუა საუკუნეების დიდი ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი, მსოფლიომ, თავისი შედევრით გაიცნო – „ვეფხისტყაოსანი“ სიყვარულის, მეგობრობის და სიმამაცის სიმბოლოა. პოემა, დღეს, უამრავ ენაზეა ნათარგმნი. პირველად, პოემა, 1712 წელს, თბილისში დაიბეჭდა.

წყარო: georgiatoday.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Fill out this field
Fill out this field
Please enter a valid email address.
You need to agree with the terms to proceed

Menu