2019 წლის უნიკალური ინგლისურენოვანი ვეფხისტყაოსანი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში გამოვიდა ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემა. პროექტის ავტორი გამომცემლობა „რუსთაველი 850“. 1912 წელს ლონდონში ოლივერ უორდროპის მიერ პირველად გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ სრული ინგლისური თარგმანი, რომელიც შეასრულა მარჯორი უორდოპმა (მარჯორი უორდროპი იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და) „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის უნიკალურობა მარჯორის მიერ თარგმნილ ტექსთან ერთად არის ე.წ. წერეთლისეული ილუსტრაციები, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც უორდროპების ოჯახის დიდი დამსაახურებაა. წერეთლისეულ ხელნაწერს და მასში დაცულ უცნობი მხატვრების მიერ შესრულებულ უნიკალურ ილუსტრაციებს საინტერესო ისტორია აქვს. ანიმაციის ავტორი საკომუნიკაციო სააგენტო ABK

წიგნი გამოიცა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და მისი შეგიძლიათ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და ვებგვერდზე

სააგენტო: ABK

Menu