2019 წლის ინგლისური ვეფხისტყაოსანი

90.00
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში გამოვიდა ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემა. პროექტის ავტორი გამომცემლობა „რუსთაველი 850“. 1912 წელს ლონდონში ოლივერ უორდროპის მიერ პირველად გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ სრული ინგლისური თარგმანი, რომელიც შეასრულა მარჯორი უორდოპმა (მარჯორი უორდროპი იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და) „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის უნიკალურობა მარჯორის მიერ თარგმნილ ტექსთან ერთად არის ე.წ. წერეთლისეული ილუსტრაციები, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც უორდროპების ოჯახის დიდი დამსახურებაა. წერეთლისეულ ხელნაწერს და მასში დაცულ უცნობი მხატვრების მიერ შესრულებულ უნიკალურ ილუსტრაციებს საინტერესო ისტორია აქვს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. https://shotarustaveli.ge/2019-english-edition/  ფასი მოიცავს წიგნის თბილისის მასშტაბით მიწოდებას უფასოდ. (მაქსიმუმ 48 საათში)
Menu